სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა. ფერმერმა ილია ნახუცრიშვილმა სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში მოაწყო, სადაც სალათის ფოთოლი მოჰყავს. სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერს პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის, საპროცენტო განაკვეთს 24 თვის განმავლობაში სრულად უფინანსებს. პროგრამის პირობების თანახმად, ფერმერი სოფლის განვითარების სააგენტოსგან დამატებით 13,500 ლარის ოდენობით დაფინანსებასაც მიიღებს. პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს 57 ბენეფიციარი ყავს.