დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი გამოავლინეს - Palitra News

დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი გამოავლინეს

2025-05-06 12:26:06+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აპრილის თვეში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 30 პირი, მათგან დაკავებულია შვიდი. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.