რუსეთის მორიგი შეტევა უკრაინას - ოკუპანტი ქვეყნის მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქალაქის უდიდეს ბაზარში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები, დაშავდა 11 ადამიანი, - ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთმა ხარკოვის ოლქს 8 მართვადი საჰაერო ბომბით, 8 დრონით და 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. მისივე ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, 24 კერძო სახლი, საწყობი და 2 ავტომობილი დაზიანდა.