გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს, - გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა ხაზი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობის აუცილებლობას გაუსვეს. მაკრონმა და სტარმერმა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მომავალი სამიტისა და მომდევნო კვირებში დაგეგმილი ევროკავშირ-ბრიტანეთის სამიტის შესახებაც ისაუბრეს.