საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია აქტივისტ თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას ითხოვს. როგორც საია-ში განმარტავენ, თემურ ქათამაძის საქმეში გამოვლენილი პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება" უკანონოდ იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომელთა სამოქალაქო აქტივობა ან კრიტიკა მათთვის მიუღებელია.