თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბრალდების მხარე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესა და პარტია „ქართული ოცნების ერთ-ერთ დამფუძნებელზე ალი ბაბაევზე პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დღევანდელ სხდომაზე ორი მოწმე დაკითხეს, რომლებიც კოსტავას ქუჩაზე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური დაპირისპირებას შეესწრნენ.