გერმანელი კანონმდებლები დღეს ქვეყნის ახალ კანცლერს აირჩევენ, - ბუნდესტაგში ხმის მიცემის პირველ ტურში კი ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩიეს, - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 307-მა მისცა. ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. კენჭისყრის მეორე ტური, შესაძლოა დღესვე ჩატარდეს.