პოლონეთში ავტობუსი, რომლითაც ამერიკელი სამხედროები მგზავრობდნენ, ავარიაში მოყვა - Palitra News

პოლონეთში ავტობუსი, რომლითაც ამერიკელი სამხედროები მგზავრობდნენ, ავარიაში მოყვა

2025-05-06 15:46:44+04:00

პოლონეთში ავტობუსი, რომლითაც ამერიკელი სამხედროები მგზავრობდნენ, ავარიაში მოყვა. - სამხედროები გერმანიიდან ლიეტუვაში მიემგზავრებოდნენ. არსებული ცნობებით, სამი ავტობუსიდან ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა სამხედრო დაშავდა. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანმაც დაადასტურა და განმარტა, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.