ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებან - როგორია 9 მაისს დაანონსებული აქციის დღის წესრიგი? - Palitra News

ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებან - როგორია 9 მაისს დაანონსებული აქციის დღის წესრიგი?

2025-05-06 21:34:13+04:00

ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებან. „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - სწორედ ამ ლოზუნგით, 9 მაისს, ევროპის მოედანზე დემონსტრაცია დააანონსდა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ევროპის დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეხვედებიან. აღნიშნულ საპროტესტო აქციას ასევე ოპოზიციაც შეუერთდება - ხელისუფლების ოპონენტები რიგით მოქალაქეებს მოწოდებენ, რომ 9 მაისს ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციაზე გამოვიდნენ. როგორია 9 მაისს დაანონსებული აქციის დღის წესრიგი?