იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს ასაჯაროებს, რაზე დაყრდნობითაც სამინისტრო ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს უარყოფს. ვიდეომასალა 14-დან 23 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. კადრებში იოსებ გორგაძის გადაადგილება და საკანში ექიმების შესვლა ჩანს, თუმცა არ ჩანს სად და რა ვითარებაში მიიღო პატიმარმა სასიკვდილო დაზიანებები. იოსებ გორგაძე სხვასხვა მძიმე დაზიანებით გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თვის წინ გადაიყვანეს. მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახი პატიმრის ცემაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ადანაშაულებს. კიდევ რა არის ცნობილი ამ თემის გარშემო?