მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” 9 მაისს თბილისში დაგეგმილ მარშს შეუერთდება. 9 მაისს, მოძრაობის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან მარშით დაიძვრებიან და “ევროპის მოედანზე” სხვა მარშებს შეუერთდებიან. ,,ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია’’ - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. დემონსტრანტების სურვილია, დასავლელ პარტნიორებსა და ხელისუფლებას აჩვენონ, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა პროდასავლურია.