ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიშები მიიტანა - Palitra News

ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიშები მიიტანა

2025-05-07 09:31:44+04:00

ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურმა დელიმ პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და დარტყმებს “ტერორისტული ინფრასტრუქტურისა” და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ კაშმირის რეგიონზე ახორციელებს. მათივე ცნობით, ჯამში სარაკეტო დარტყმები პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე 9 ობიექტზე განხორციელდა. პაკისტანი დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობებს ავრცელებს. ინდოეთის არმიის ცნობით, პაკისტანის თავდასხმების შედეგად, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში სამი ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე პროცესებს უკვე მოჰყვა საერთაშორისო ლიდერების გამოხმაურება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ ავია იერიშებს სამარცხვინო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მოკლე ვადებში დასრულდება. ჩინეთის საგარეო უწყებამ ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს გაეროც.