ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა - Palitra News

ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა

2025-05-07 09:32:34+04:00

რუსულ ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა, მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში კი ხანძარი გაჩნდა. უკრაინის დედაქალაქზე რუსული იერიშების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების საცხოვრებელ კორპუსსა და სუპერმარკეტზე დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები ისმოდა.