ევროპის დღე, ევროპის მოედანზე - 9 მაისს მოქალაქეები ,,ევროპის დღესთან დაკავშირებით" საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. როგორც ცნობილია, აქცია პარლამენტთან დაიწყება, აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მოქალაქეების სურვილია, ამ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ევროპული მომავლისადმი საკუთარი ერთგულება და მისწრაფება. დაანონსეულ აქციას მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” წევრებიც უერთდებიან. რა გზავნილები აქვთ აქციის მონაწილეებს?!