“MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სია უკვე ცნობილია. სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და ბიზნესმენები მოხვდნენ. ინფორმაცია ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პროცედურის მიხედვით, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული მეგობარი აქტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი დონალდ ტრამპა ხელი მოაწეროს. კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია ოპოზიცია. მათი თქმით, მეგობარი აქტი, ერთგვარი გაფრთხილება და დამატებითი დროა ხელისუფლებისთვის, რათა დათმობებზე წავიდეს. კრიტიკის ადრესატი მმართველი გუნდი, კი დოკუმენტს მტრულად აფასებს. რა მოლოდინი აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს, მეგობარი აქტთან დაკავშირებით?!