პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, დამატებით, 15 მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
ახალ სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პროექტი საინფორმაციო შეხვედრაზე გააცნეს. მონაწილეებმა თემზე დაფუძნებული რისკის მართვის მნიშვნელობა, პროგრამის ფარგლებში მომზადებული საფრთხის რუკები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს