დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე დარტყმებზე - სამარცხვინოა - უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დასრულდება - Palitra News

დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე დარტყმებზე - სამარცხვინოა - უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დასრულდება

2025-05-07 12:21:23+04:00

ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურმა დელიმ პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და დარტყმებს “ტერორისტული ინფრასტრუქტურისა” და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ კაშმირის რეგიონზე ახორციელებს. მათივე ცნობით, ჯამში სარაკეტო დარტყმები პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე 9 ობიექტზე განხორციელდა. მიმდინარე პროცესებს უკვე მოჰყვა საერთაშორისო ლიდერების გამოხმაურება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ ავია იერიშებს სამარცხვინო უწოდა. ჩინეთის საგარეო უწყებამ, ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს გაეროც.