ისრაელმა რამდენიმე საათის განმავლობაში ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე იერიში ორჯერ მიიტანა. დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. პირველი იერიშის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დაარტყეს ტერორისტებს, რომლებიც სამეთაურო ცენტრიდან მოქმედებდნენ და ტერიტორიას ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად საჭირო იარაღის შესანახად იყენებდნენ. სკოლაზე განხორციელებულ მეორე თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებს განცხადება არ გაუვრცელებია. არსებული ინფორმაციით, ჯამში, 24 საათის განმავლობაში, ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 46 პალესტინელი დაიღუპა.