პარტია „ქართულ ოცნებას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გუნდის თავმჯდომარეობას პრემიერ-მინისტრობასთან ერთად ირაკლი კობახიძე შეითავსებს. კობახიძის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ წარადგინა, თავმჯდომარის პოსტზე კი ის ყრილობამ დაამტკიცა. განახლდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. ირაკლი კობახიძემ პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი თვითმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება.