შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო - Palitra News

შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

2025-05-07 15:20:12+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. უწყება ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და ამ ქმედებით იერ-სახის დამახინჯებას ედავება. საქმე სასამართლოში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შევიდა. პატიმარი ჟურნალისტის ადვოკატის განმარტებით, აქამდე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ადმინისტრაციული საქმის დაწყება კი რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა.