კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედანთან არსებულ ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის მუნიციპალიტეტი დახმარების პაკეტს ამუშავებს - Palitra News

კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედანთან არსებულ ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის მუნიციპალიტეტი დახმარების პაკეტს ამუშავებს

2025-05-07 15:30:43+04:00

სადგურის მოედანთან არსებულ ბაზრობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებულია. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს დახმარების პაკეტზე, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. საკითხზე მოლაპარაკებები, მათ შორის, საბანკო სექტორთანაც გაიმართა. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვიანი სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ, ტერიტორიას მოაწესრიგებს ის კომპანია, რომელსაც იჯარით აქვთ გაცემული დაახლოებით 400 მდე მოვაჭრისთვის კონკრეტული ფართები.