„ქართულ ოცნებას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობას პრემიერ-მინისტრობასთან ერთად, ირაკლი კობახიძე შეითავსებს. მისი კანდიდატურა პოლიტსაბჭომ წარადგინა, ხოლო თავმჯდომარის პოსტზე ის საბოლოოდ პარტიის ყრილობამ დაამტკიცა. ამასთანავე, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც განახლდა. ირაკლი კობახიძემ პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი თვითმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას აპირებს.