„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და „ხალხის ძალის“ დეპუტატს, სოზარ სუბარს სასამართლოში უჩივის. საუბარია იმ განცხადებებზე, რომელიც მათ სხვადასხვა დროს მედიაში მზია ამაღლობელის შესახებ გაავრცელეს. სარჩელის ავტორთა განცხადებით, სარჩელით მოთხოვნილია გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად აღიარება და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.