9 მაისს, 19 საათზე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ევროპის მოედანზე საპროტექსტო აქციას აანონსებენ - ამავე დღეს, 17 საათიდან სხვადასხვა ადგილიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელები მოუწოდებენ რიგით მოქალაქეებს რომ აღნიშნულ დემონსტრაციას შეუერთდნენ. „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“ - სწორედ ასეთია დაანონსებული აქციის ლოზუნგი. როგორი იქნება დემონსტრაციის დღის წესრიგი?