ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 13 საათზე გაიმართება. ჩანიშნულ საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. პროცესზე შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა.