აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი განმარტავს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, ამერიკა შეიარაღებული ძალების შეუდარებელ სიძლიერესა და სიმტკიცეს ზეიმობს. ტრამპი ასევე მადლობას უხდის დიდებული თაობის ყველა პატრიოტს, ვინც საკუთარი სახლი და ოჯახი ამერიკის თავისუფლებისთვის დატოვა.