საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიელ კოლეგას ელისეის სასახლეში შეხვდა - Palitra News

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიელ კოლეგას ელისეის სასახლეში შეხვდა

2025-05-08 09:27:39+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიელ კოლეგას ელისეის სასახლეში შეხვდა. სირიის ლიდერი საფრანგეთის დედაქალაქში 7 მაისს ჩავიდა. ფრანგული მედიის ცნობით, სირიის პრეზიდენტის გარდა, დელეგაციის წევრები სირიის საგარეო საქმეთა და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრები არიან. აღსანიშნავია, რომ სირიის ლიდერმა ფრანგი კოლეგისგან მიწვევა თებერვალში მიიღო. მაკრონი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც სირიის ახალ პრეზიდენტს ესაუბრა.