მწერლები და გამომცემლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ თბილისში, 9 მაისს, რიყის პარკში და ევროპის მოედანზე „ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად“ გავიდნენ - Palitra News

მწერლები და გამომცემლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ თბილისში, 9 მაისს, რიყის პარკში და ევროპის მოედანზე „ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად“ გავიდნენ

2025-05-08 12:14:28+04:00

ევროპის დღე, ევროპის მოედანზე - კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს ევროპის მოედანზე შეკრებას გეგმავენ. ,,ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ გზავნილების ირგვლივ გაერთიანებული მოქალაქეების სურვილია, ამ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ევროპული მომავლისადმი საკუთარი ერთგულება და მისწრაფება.