შსს - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია პირი, რომელიც 62 წლის ქალს ფსიქოლოგიური ძალადობითა და მუქარით, ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა - Palitra News

შსს - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია პირი, რომელიც 62 წლის ქალს ფსიქოლოგიური ძალადობითა და მუქარით, ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა

2025-05-08 12:27:08+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ქალს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. გამოძიების თანახმად, ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.