ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა - Palitra News

ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

2025-05-08 12:33:15+04:00

ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ინდოეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებს აგრესიის საზარელი აქტი უწოდა, რომელიც მისივე თქმით, დაუსჯელი არ დარჩება. ამავდროულად, ინდოეთის არმიის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში პაკისტანის იერიშებს ინდოეთში სულ მცირე 15 პირი ემსხვერპლა. ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირზე საჰაერო დარტყმები 7 მაისს განახორციელა. ეს ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე ინდოეთის პასუხი იყო, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.