უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - Palitra News

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2025-05-08 15:02:07+04:00

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სერჟანტი თარბეი (თაბო) არქანია დონეცკის ოლქში ქალაქ პაკროვსკისთან დაიღუპა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, 34 წლის თაბო არქანია უკრაინაში ცხოვრობდა. ის ამ ქვეყნის და ევროპის ჩემპიონი იყო ტაეკვანდოში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

არქანიას ოჯახი აფხაზეთიდან იყო დევნილი.

მას ოდესაში, 10 მაისს დაკრძალავენ.