აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეში დაზარალებული პოლიციელი - აქციის მონაწილეებისგან მოხდა ჩემი დაზიანება, კონკრეტული პიროვნება არ დამინახავს - ქვა მომხვდა თვალის არეში, დღეს თითქმის ვერ ვხედავ ამ თვალიდან - Palitra News

აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეში დაზარალებული პოლიციელი - აქციის მონაწილეებისგან მოხდა ჩემი დაზიანება, კონკრეტული პიროვნება არ დამინახავს - ქვა მომხვდა თვალის არეში, დღეს თითქმის ვერ ვხედავ ამ თვალიდან

2025-05-08 15:09:10+04:00

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული პოლიციელები იკითხებიან.დეტექტივმა გიორგი ზაბახიძემ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, აქციაზე თვალის დაზიანება მიიღო. ზაბახიძის თქმით, თუ ვინ ესროლა მას ნივთი, არ დაუნახავს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 8 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მათგან 5 პოლიციელია. მათ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული. ადვოკატების განმარტებით, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციელები ვერ ამბობენ, ბრალდებულებიდან რომელიმემ განახორციელა თუ არა მათი დაზიანება.