კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

2025-05-08 15:25:01+04:00

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს, - შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ლიდერები უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ. მედიის ინფორმაციით, აღლუმს გერმანიიდან, ჩეხეთიდან, კვიპროსიდან და სლოვაკეთიდან 5 ევროპარლამენტარი დაესწრება.