ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის ქაშმირის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა - Palitra News

ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის ქაშმირის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

2025-05-08 15:26:03+04:00

ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის ქაშმირის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის სამხედროები ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღითა და არტილერიით ისროდნენ. პაკისტანის მედიის ინფორმაციით, მათი არმიის სამხედროებმა 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, რა დროსაც აპარატის მოქმედების შედეგად ოთხი პაკისტანელი ჯარისკაცი დაშავდა. არმიაში ინდოეთის ქმედებას სერიოზული პროვოკაცია უწოდეს. ამავდროულად, ინდოეთის მედია წერს, რომ პაკისტანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 44 კი დაშავდა.