აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ სავაჭრო შეთანხმებას აანონსებს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპის განცხადებით, ეს შეთანხმება დიდ და ძალიან პატივსაცემ ქვეყანასთან 8 მაისს გამოცხადდება. ბრიტანულ მედიასაშუალებებში იუწყებიან, რომ დღეს განცხადების გავრცელებას პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც გეგმავს. შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მხარეები ტარიფების შემცირების საკითხს, როგორც ამერიკული ავტომობილებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის, ასევე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის განიხილავდნენ. ამჟამად შეერთებულ შტატებს ბრიტანეთისთვის 10%-იანი საბაზისო ტარიფები აქვს დაწესებული, თუმცა ავტომობილებზე, ალუმინსა და ფოლადზე ტარიფი 25%-ს შეადგენს.