დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. მან გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან სახეში გარტყმული ხელის გამო, როგორც ამას თავად ამტკიცებს, „სახის არეში ძლიერი ტკივილი“ განიცადა. აღსანიშნავია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები სასამართლოს შენობასთნ საპროტესტო აქციას ატარებდნენ. ამაღლობელის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ. კიდევ რაზე ისაუბრა დღეს დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა, ირაკლი დგებუაძემ და როგორ წარიმართა აღნიშნული პროცესი?