9 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციას მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან - Palitra News

9 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციას მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან

2025-05-09 09:51:23+04:00

9 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციას მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან. ისინი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ კოლეგებს - ირაკლი ქერაშვილსა და გიორგი ახობაძეს სოლოდარობას უცხადებენ. ექიმები მარშით სტუდენტებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებენ და საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეებს ევროპის მოედანზე შეუერთდებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.