პროტესტის 162-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეები, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, მთავრობის გადადგომასაც მოითხოვენ. პროტესტს საკანონმდებლო ორგანოსთან საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარში შეუერთდა. აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა გააგონონ.