ესტონეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ოპოზიციური პარტიები სანქცირებულთა სიის გაფართოებას ელოდებიან - Palitra News

ესტონეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ოპოზიციური პარტიები სანქცირებულთა სიის გაფართოებას ელოდებიან

2025-05-09 09:56:27+04:00

ესტონეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ოპოზიციური პარტიები სანქცირებულთა სიის გაფართოებას ელოდებიან. პოლიტიკური პარტიები აქტიურად საუბრობენ მეგობარი აქტზე, რომელიც აშშ-ის სენატს განსახილველად გადაეცა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ფორმით საერთაშორისო პარტნიორები ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ. მათი შეფასებით, აშშ-ისა თუ ევროკავშირის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პასუხია იმ ქმედებებზე, რომელსაც მმართველი პარტია ქვეყნის ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.