როგორ დასრულდება ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის სასამართლო პროცესები - Palitra News

როგორ დასრულდება ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის სასამართლო პროცესები

2025-05-09 09:57:05+04:00

როგორ დასრულდება ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის სასამართლო პროცესები. მზია ამაღლობელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმარ ჟურნალისტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მზია ამაღლობელი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ჟურნალისტის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და იგი საპატიმროში უკანონოდ იმყოფება. მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 16 მაისს გაგრძელდება.