რუსეთი 9 მაისის დღეს აღნიშნავს - Palitra News

რუსეთი 9 მაისის დღეს აღნიშნავს

2025-05-09 09:57:41+04:00

რუსეთი 9 მაისის დღეს აღნიშნავს. კრემლის ინფორმაციით, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მარშს 13 ქვეყნის სამხედრო პერსონალი გამართავს. კრემლის გათვლებით, ღონისძიებას 29 ქვეყნის ლიდერი უნდა დასწრებოდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვიზიტზე უარი პაკისტანთან გართულებული ვითარების გამო თქვა. მოსკოვში ჩასვლაზე მოგვიანებით უარი განაცხადეს აზერბაიჯანისა და ლაოსის ლიდერებმაც. ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში უკვე იმყოფებიან ჩინეთის, სერბეთის, ბრაზილიის, ვენესუელის, კუბის, მონღოლეთისა და ეკვადორის პრეზიდენტები. რუსული მედიის ინფორმაციით, აღლუმს რამდენიმე ევროპარლამენტარიც დაესწრება. საუბარია 5 დეპუტატზე გერმანიიდან, ჩეხეთიდან, კვიპროსიდან და სლოვაკეთიდან. ამ დროისთვის ცნობილია 2 გერმანელი ევროპარლამენტარის ვინაობა, რომლებიც პრო-რუსული მემარცხენე პოპულისტური პარტიის წევრები არიან.