აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, ვაშინგტონი კი იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. მისი მტკიცებით, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავენ, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინის მზაობის შესახებ აცნობა და რუსეთისგან აღნიშნულ წინადადებაზე თანხმობას ელოდება.