კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია. მას პაპობაში ლეო XIV ეწოდება. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, რომ ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპია. რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებიც. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, დარწმუნებული არიან, რომ პაპი ლეო XIV გლობალურ ასპარეზზე საერთო ღირებულებების წასახალისებლად თავის ხმას გამოიყენებს.