ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული 2025 საქართველოში - "დილის პალიტრის" სტუმარია ICF საქართველოს (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობის) ვიცე-პრეზიდენტი მარიეტა მაჭარაშვილი
პრეს-რელიზი
ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული 2025 საქართველოშიწელს პირველად: ქოუჩინგის საერთაშორისო კონფერენცია თბილისშითბილისი, საქართველო – 2025 წლის 12-დან 18 მაისის ჩათვლით, ICF საქართველო (International Coaching Federation – საქართველოს წარმომადგენლობა) უმასპინძლებს ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულს, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება საქართველოში.
კვირეულის წლევანდელი თემაა: "შთააგონე. შეცვალე. განავითარე" (Inspire, Transform, Thrive)
დაგეგმილი ღონისძიებებიკვირეული მოიცავს მრავალფეროვან და ღირებულ ღონისძიებებს, რომლებიც ღიაა როგორც ქოუჩინგით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის, ასევე პროფესიული განვითარების მსურველთათვის:
15-მდე უფასო პროფესიული ვებინარი სხვადასხვა თემაზე (სრული ჩამონათვალი იხ. ბმულზე https://icf.ge/events.php?cat=4 )საჯარო დემონსტრაციული სესიები ქოუჩინგის პრაქტიკული გამოყენების გასაცნობადპრო ბონო (უსასყიდლო) ქოუჩინგ სესიები დაინტერესებული პირებისთვისპირველად საქართველოში — საერთაშორისო კონფერენცია ( არაკომერციული, სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღონისძიება )
საერთაშორისო კონფერენცია მთავარი თემით ქოუჩინგის როლი განათლებაში.18 მაისს დაგეგმილი კონფერენცია უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპიკერებს და კონცენტრირებული იქნება ქოუჩინგის როლზე განათლების სფეროში.
მონაწილეები გაიგებენ, როგორ უწყობს ქოუჩინგი ხელს:
მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდასმასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასმოსწავლეზე ორიენტირებული, ნდობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებასწლევანდელი კვირეული განსაკუთრებულია, რადგან წელ ICF საქართველოს დაარსებიდან 5 წლის იუბილეს და საერთაშორისო ქოუჩინგის ფედერაცია (ICF) 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ICF-ის შესახებICF (International Coaching Federation) არის ქოუჩინგის სფეროს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 50,000-ზე მეტ პროფესიონალ ქოუჩს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. ICF საქართველო მუშაობს ქოუჩინგის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ქართულ ბაზარზე.
ჩვენ გვჯერა,რომ ქოუჩინგი წარმოადგენს პიროვნული და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ბერკეტს. ამ კვირეულის მიზანია, ქოუჩინგის ღირებულება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:მარიამ ჩოჩიაICF საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრისოციალური მედიისა და მედიასთან ურთიერთობის ლიდერიტელ.: 558 62 76 39ელ-ფოსტა: Mariamchochia@gmail.com