დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლის მღვრელი კონფლიქტი. ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ადგილზე ომის ვეტერანები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, კიკვიძის პარკში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.