ესტონეთის მხრიდან დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არამეგობრულ ნაბიჯად შეაფასა და დასძინა, რომ საქართველო ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება. კვლავ განხილვისა და შეფასებების თემაა, ,,მეგობარი აქტი’’ და დასასანქცირებელ პირთა სია, რომელიც ამავე აქტის ავტორმა, ჯო უილსონმა გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის შეფასებით, “MEGOBARI’’ აქტი მტრული დოკუმენტია, რომელიც დიფ სთეითის გავლენების გამოძახილია.
დაწესებული და მოსალოდნელი სანქციები ხელისუფლების ოპონენტებს აფიქრებინებს, რომ სანქცირების პოლიტიკა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ამ ფორმით საერთაშორისო პარტნიორები ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.