9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრა და იმ სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ევროკავშირს წევრი სახელმწიფოებისთვის მოაქვს. ჰერჩინსკი ევროპის დღის აღსანიშნავად მოქალაქეებს „ექსპო ჯორჯიაში“ ელოდება. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა პარიზში ევროპული ინტეგრაციის იდეა წამოაყენა.