გაერთიანებული სამეფო რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს დაუწესებს - Palitra News

გაერთიანებული სამეფო რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს დაუწესებს

2025-05-09 12:37:07+04:00

გაერთიანებული სამეფო რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს დაუწესებს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განმარტავენ, რომ სანქციები პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს. დიდი ბრიტანეთისა და ევროპის კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვას უზრუნველყოფს. მთავრობის ცნობითვე, სანქციების შესახებ პრემიერ-მინისტრი კი სტარმერი დღეს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების წარმომადგენლების სამიტზე განაცხადებს. სამიტი 10 ქვეყანას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, ნიდერლანდებს, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოს აერთიანებს.