აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომში არ ჩაერევა. ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა დაძაბულობა უნდა შეამცირონ, თუმცა, აშშ-ს, ბირთვული იარაღის მქონე მეზობლების კონტროლი არ შეუძლია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კონფლიქტი უფრო ფართომასშტაბიანი არ გახდება და რეგიონულ ომში ან ბირთვულ კონფლიქტში არ გადაიზრდება.