დენის შმიგალი - ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1.9 მილიარდამდე ევროს გამოუყოფს - ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენთვის იარაღის შეძენა „ევროპის მშვიდობის ფონდით“, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება - Palitra News

დენის შმიგალი - ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1.9 მილიარდამდე ევროს გამოუყოფს - ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენთვის იარაღის შეძენა „ევროპის მშვიდობის ფონდით“, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება

2025-05-09 16:26:45+04:00

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინის ქალაქ ლვოვში ვიზიტის დროს, ქვეყანას დამატებით 1.9 მილიარდ ევრომდე ოდენობის სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

„დღეს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის თითქმის 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფის განზრახვა“, - აღნიშნა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულად მიიჩნევს, რადგან უკრაინისთვის იარაღის შეძენა „ევროპის მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება.

„ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად ე.წ. დანიური მოდელის მიხედვით - პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან. კიდევ 600 მილიონი ევრო დაიხარჯება არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე. 200 მილიონ ევროზე მეტი კი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე“, - განმარტა შმიგალმა.